სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის საფუძველში არსებული პრინციპები ამ ეტაპზე არ უნდა შეიცვალოს: კოლომინა

09:20, 31 იანვარი, 2024

ბრიუსელი, 30 იანვარი, არმენპრესი: ნატო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და ამტკიცებს, რომ მხარეების მიერ ამ მიმართულებით აქამდე შეთანხმებული პრინციპები ამ ეტაპზე არ უნდა შეიცვალოს.

ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა  ხავიერ კოლომინამ  ბრიუსელში „არმენპრესს“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

კოლომინამ აღნიშნა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპის დაცვა, რაც საფუძვლად უდევს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.

სამხრეთ კავკასიაში ნატოს წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა თურქეთის როლზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში, სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სხვა საკითხებზე.

ინტერვიუს სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურრუსულ და სომხურ ენებზე.

ლილით გასპარიანი


© 2009 ARMENPRESS.am