ჰენრიხ მხითარიანი სომხეთის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

14:38, 29 დეკემბერი, 2023

ერევანი, 29 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის კენჭისყრის შედეგები შეაჯამა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია წერს. 81 ქულით იტალიური „ინტერის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

სომხეთის ნაკრებისა და რუსული „კრასნოდარის“ ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი 48 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

სომხეთის ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ ფატეჰს“ ნახევარმცველი ლუკას სელარიანი 21 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.


© 2009 ARMENPRESS.am