სომხეთის რესპუბლიკამ გახსნა საკონსულო კოსტა რიკის რესპუბლიკაში

22:00, 8 იანვარი, 2024

ერევანი, 8 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით კლაუდიო მალოფი დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულად კოსტა რიკის რესპუბლიკაში. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მექსიკაში სომხეთის საელჩომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკა ხსნის საპატიო საკონსულოს კოსტა რიკის რესპუბლიკაში, რათა გააძლიეროს ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური და ტურისტული კავშირები ორ ქვეყანას შორის“,- ნათქვამია განცხადებაში.


© 2009 ARMENPRESS.am