სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საფრანგეთის პრემიერ- მინისტრს გაბრიელ ატალს შეხვდა

16:42, 22 თებერვალი, 2024

ერევანი, 22 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს გაბრიელ ატალს შეხვდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მიესალმა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს და ხაზი გაუსვა მის ხელმძღვანელობით მთავრობის მზადყოფნას თანმიმდევრულად განავითაროს თანამშრომლობა სომხეთთან.

ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა გაბრიელ ატალს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება და წარმატებები უსურვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში.

მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკის, წყლის რესურსების მართვის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების საკითხები.

ნიკოლ ფაშინიანმა გაბრიელ ატალი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სიამოვნებით მიიღო მოწვევა.


© 2009 ARMENPRESS.am