ერევნის დრო: 11:07,   29 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია ბუნდესტაგის იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია ბუნდესტაგის იურიდიული კომისიის 
თავმჯდომარის ხელმძღვანელობით

ერევანი, 26 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო დელეგაცია ბუნდესტაგის იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერის ხელმძღვანელობით.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა დელეგაციის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის თანმიმდევრული განვითარებისა და გაფართოების მნიშვნელობას.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიური იყო და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ორმხრივი და საპარლამენტთაშორისო დიალოგის ფაქტს.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერას სომხეთში დემოკრატიული რეფორმების ეფექტური ხელშეწყობის, ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ნიკოლ ფაშინიანმა განსაკუთრებით აღნიშნა კანცლერ ოლაფ შოლცის წვლილს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესში, ასევე ხაზი გავუსვა გრანადაში გასული წლის შემოდგომაზე გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და მისი ოთხმხრივი დეკლარაციით ჩამოყალიბებული პრინციპების მნიშვნელობას.

თანამოსაუბრეებმა გაცვალეს აზრები სომხეთ-გერმანიის, სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის საქმიანობასა და სხვა საკითხების შესახებ.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am