ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

17:45, 26 იანვარი, 2024

ერევანი, 26 იანვარი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. „არმენპრესის“ ცნობით, სხდომის დასრულების შემდეგ პრესისთვის განცხადების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სხდომაზე განიხილეს ორი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ზოგადად ურთიერთობებს. სომხეთი საქართველოსთვის არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. ამასთან, გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორებ, არა მხოლოდ მეზობლები.


© 2009 ARMENPRESS.am