სომხეთის თავდაცვის მინისტრმა საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიიღო

14:56, 4 მარტი, 2024

ერევანი, 4 მარტი, არმენპრესი. 4 მარტს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა მიიღო ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მყოფი საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს დენდიასი. მინისტრებს შორის შედგა პირისპირ საუბარი, რის შემდეგაც დაიწყო გაფართოებული შეხვედრა საბერძნეთიდან ჩამოსულ დელეგაციის წევრებთან.

image.jfif (151 KB)

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი, 2023 წლის დეკემბერში ათენში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები და გამოიკვეთა თანამშრომლობის რიგი ახალი მიმართულებები.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ გადაწყდა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ახალი მიმართულება მიეცეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.


© 2009 ARMENPRESS.am