აშშ სომხეთისთვის 52 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს: სახელმწიფო დეპარტამენტი

09:53, 12 მარტი, 2024

ერევანი, 12 მარტი, არმენპრესი. სომხეთში დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, აშშ გეგმავს თავისი ბიუჯეტიდან სომხეთისთვის თანხის გამოყოფას.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებთან ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბიუჯეტი სომხეთისთვის 52 მილიონ დოლარს ითვალისწინებს“, - განაცხადა სპიკერმა.


© 2009 ARMENPRESS.am