ანკლავური და არაანკლავური სოფლები, რომლებსაც აზერბაიჯანი ითხოვს, არ მდებარეობს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე: ფაშინიანი

18:02, 12 მარტი, 2024

ერევანი, 12 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სოფლები, რომლებსაც აზერბაიჯანი ითხოვს, არასოდეს ყოფილა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე.

„არმენპრესის“ ცნობით, 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიების წარდგენას და სომხური მხარისგან ტავუშის ოლქის 4 სოფლის დაბრუნებას ითხოვს, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლები აზერბაიჯანულ პრესაში აღნიშნული სახელებით სომხეთის ტერიტორიაზე  არ არსებობდა არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ მის შემდეგაც.

„ამბობენ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა აპირებს ტავუშის ოლქის სოფლების აზერბაიჯანს გადაცემას. ტავუშის ოლქისთვის რომელიმე სოფლის გადაცემის თაობაზე დისკუსია არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება იყოს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.


© 2009 ARMENPRESS.am