კუხო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი რჩება ორგანიზაციის მოკავშირედ

11:41, 28 მარტი, 2024

ერევანი, 28 მარტი, არმენპრესი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სომხეთი რჩება ორგანიზაციის მოკავშირედ და ამავდროულად დასძინა, რომ კუხო სომხეთის ხელმძღვანელობისგან პოლიტიკურ სიფხიზლეს ელის.

„არმენპრესის“ ცნობით, ასეთი მოსაზრება კუხო-ს გენერალურმა მდივანმა იმანღალი ტასმაღამბეტოვმა ჟურნალ „ნაციონალნაია ობორონა“-სთან ინტერვიუში გამოთქვა.

„ვიმედოვნებთ სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკური სიფხიზლისა და ორგანიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარის განხორციელების პერსპექტივების დაბალანსებულ შეფასებას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სომხეთი რჩება ჩვენს მოკავშირედ, ძალაში რჩება ყველა არსებული ვალდებულება“, - უპასუხა გენერალურმა მდივანმა კითხვას, ელის თუ არა კუხო განცხადებას ერევნიდან ორგანიზაციაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

იმანღალი ტასმაღამბეტოვმა დასძინა, რომ როგორც ის, ასევე სამდივნო მუშაობს ორგანიზაციის მიერ მიღებული დებულებებისა და პროცედურების შესაბამისად.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ანალიტიკოსების დახმარებით და მათთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებით ვაანალიზებთ სიტუაციას სომხეთის ირგვლივ და სომხეთის ურთიერთობაში ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ტასმაღამბეტოვმა.


© 2009 ARMENPRESS.am