ფიდე-ს ახალ საკლასიფიკაციო ცხრილში სომხეთს სულ 7 წარმომადგენელი ჰყავს

08:04, 1 აპრილი, 2024

ერევანი, 1 აპრილი, არმენპრესი. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ, ფიდემ, აპრილის თვის რეიტინგის ცხრილი გამოაქვეყნა.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთს ვაჟთა საკლასიფიკაციო ცხრილში 3 წარმომადგენელი ჰყავს. ჰაიკ მარტიროსიანი 54-ე ადგილზეა, გაბრიელ სარგისიანი - 63-ე, სამველ ტერ-საჰაკიანი - 93-ე.

სომხეთის საჭადრაკო ნაკრების ყოფილი ლიდერი ლევონ არონიანი, რომელიც ახლა აშშ-ის დროშით ასპარეზობს, რეიტინგის ცხრილში 22-ე ადგილს იკავებს.

ქალთა რეიტინგში ელინა დანიელიანი 51-ეა, ანა სარგისიანი 73-ე, ლილიტ მკრტჩიანი 82-ე, მარიამ მკრტჩიანი 95-ე.


© 2009 ARMENPRESS.am