ცოცხალი შევინარჩუნოთ პოგრომების, დეპორტაციისა და დევნის მსხვერპლთა ხსოვნა: მაკრონის პოსტი გენოციდის წლისთავზე

10:54, 24 აპრილი, 2024

ერევანი, 24 აპრილი, არმენპრესი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა X-ის თავის მიკრობლოგში სომეხთა გენოციდის 109 წლისთავთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა.

„დღეს საფრანგეთი იხსენებს 1915 წლის სომეხთა გენოციდის 109 წლისთავს.

ცოცხალი შევინარჩუნოთ პოგრომების, დეპორტაციისა და დევნის მსხვერპლთა ხსოვნა. ნუ დავივიწყებთ.

ფრანგები და სომხები სამუდამოდ ერთად არიან“, - „არმენპრესის“ ინფორმაციით, მაკრონმა თავის X მიკრობლოგში დაწერა.

 


© 2009 ARMENPRESS.am