სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სიუნიქის რეგიონის საზღვრისპირა სოფელ წავს ეწვია
21:05, 2 ნოემბერი 2023
ერევანი, 2 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სიუნიქის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საზღვრისპირა სოფელ წავს ეწვია.
როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატიდან აცნობეს, პრეზიდენტი უშუალოდ მოსახლეობას ესაუბრა და შეეხო მათთვის საინტერესო საკითხებს.
პრეზიდენტი ხაჩატურიანი შემდეგ სკოლას ესტუმრა, პირობებს გაეცნო და მოსწავლეებს გაესაუბრა.