ერევნის დრო: 11:07,   24 მაისი 2024

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სამხრეთ 
კავკასიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

ერევანი, 13 მაისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, მალტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის იან ბორგის ხელმძღვანელობით დელეგაცია მიიღო. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ბატონი ბორგის ვიზიტს სომხეთში.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა და იან ბორგმა განიხილეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები, გაცვალეს მოსაზრებები სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე. პრემიერ-მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრა.

განიხილეს მრავალ სექტორულ თანამშრომლობასა და სომხეთსა და მალტას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am