ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ერევანი, 12 აპრილი, არმენპრესი. 12 აპრილს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ვილნიუსში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს გაბრიელიუს ლადსბერგისს შეხვდა.

როგორც „არმენპრესსი“ იუწყება, ამის შესახებ არმენ გრიგორიანმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დაწვრილებით წარმოვადგინე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებები და მიმდინარე პრიორიტეტები. ვისაუბრე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებზე და სომხური მხარის ძალისხმევაზე მათ დასაძლევად.

შეხვედრაზე განვიხილეთ 5 აპრილის სომხეთ-აშშ-ევროკავშირის შეხვედრის შედეგები, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ლიტვის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აშშ-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხების წინსვლაში.

ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთსა და ლიტვას შორის ურთიერთობები და აღვნიშნეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობა“, - დაწერა გრიგორიანმა.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am