პესკოვმა დაადასტურა, რომ მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა დაიწყო
13:56, 17 აპრილი 2024
ერევანი, 17 აპრილი, არმენპრესი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მთიანი ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა დაიწყო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„დიახ, ეს მართალია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მანამდე აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარები ტოვებენ მთიან ყარაბაღს.