ერევნის დრო: 11:07,   12 ივნისი 2024

საქართველომ დაადასტურა ფრანგული Bastion ჯავშანტრანსპორტიორების სომხეთში ტრანზიტი 

საქართველომ დაადასტურა ფრანგული Bastion ჯავშანტრანსპორტიორების სომხეთში 
ტრანზიტი 

ერევანი, 14 ნოემბერი, არმენპრესი. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, რომელიც ოპერირებს ფოთის პორტს, დაადასტურა ფრანგული Bastion ჯავშანტრანსპორტიორების ტრანზიტი სომხეთში. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტვირთი შემოსულია ევროკავშირის ქვეყნიდან - საფრანგეთიდან და მიმართულია სომხეთში - ქვეყანაში, რომელიც არ არის სანქცირებული. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის მკაფიო მითითებებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების არარსებობის პირობებში, "ეიპიემ ტერმინალს ფოთი", მრავალმიზნობრივი ნავსადგური საქართველოსა და რეგიონში, მოკლებულია შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ თქვას უარი იმ ტვირთის მიღებაზე, რომელიც არ არის სანქცირებული“,- ნათქვამია კომპანიის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ფრანგული Bastion ჯავშანტრანსპორტიორების პარტიების ფოტოები. აღინიშნა, რომ ფოტოები საქართველოში ფოთის პორტშია გადაღებული, ხოლო ჯავშანტრანსპორტიორები სომხეთში გაიგზავნა.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am