ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კუხო-ს გენერალური მდივანი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა კუხო-ს გენერალური მდივანი 
მიიღო

ერევანი, 21 დეკემბერი, არმენპრესი. 21 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო კუხო-ს გენერალური მდივანი იმანღალი ტასმაღამბეტოვი.


როგორც „არმენპრესს“ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს კუხო-ს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. კუხო-ს გენერალურმა მდივანმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წ. ნოემბერში მინსკში გამართული კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრისა და კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრების საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივი სესიის შედეგების შესახებ.

არარატ მირზოიანმა და იმანღალი ტასმაღამბეტოვმა გაცვალეს აზრები რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირის განვითარების პროექტებზე, მათ შორის სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონცეფციაზე.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am