ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

აზერბაიჯანში ეთნიკურად დევნილი სომეხის შესახებ დოკუმენტური ფილმი ოსკარის მოკლე სიაში მოხვდა

აზერბაიჯანში ეთნიკურად დევნილი სომეხის შესახებ დოკუმენტური ფილმი ოსკარის 
მოკლე სიაში მოხვდა

ერევანი, 22 დეკემბერი, არმენპრესი. ბენ ფრაუდფუტისა და ქ რის ბაუერსის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „The Last Repair Shop“ მოხვდა ოსკარის 96-ე დაჯილდოების მოკლე სიაში 15 სხვა ფილმთან ერთად. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება ამერიკული კინოაკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ფილმის მთავარი მოქმედი პერსონაჟი სომეხი სტივ ბაღრამიანია. ფილმი მოგვითხრობს ოთხი თავდადებული ხელოსნის შესახებ, რომლებიც კარგ მდგომარეობაში ინახავენ 80000-ზე მეტ სტუდენტურ მუსიკალურ ინსტრუმენტს ქალაქ ლოს-ანჯელესში. მათი გენერალური მენეჯერია სტივ ბაღრამიანი, რომელიც ეთნიკურ დევნას განიცდიდა აზერბაიჯანში 1980-იან წლებში.

ფილმი მოხვდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. ის ამ კატეგორიაში წარმოდგენილი 114 ფილმიდან შეირჩა.

ფილმის „The Last Repair Shop“  შეგიძლიათ ნახოთ Los Angeles Times-ის YouTube არხზე.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am