ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად 
გამოაცხადა

ერევანი, 28 დეკემბერი, არმენპრესი.  საფრანგეთმა პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

„არმენპრესის“ ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა გაითვალისწინა აზერბაიჯანის მიერ ბაქოში საფრანგეთის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის ორი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად  გამოცხადება. ამასთან, აღნიშნულია, რომ საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომლებიც ბაქომ თავისი გადაწყვეტილების გასამართლებლად წარმოადგინა.

აღნიშნულია, რომ, საპასუხოდ, საფრანგეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი, საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

26 დეკემბერს აზერბაიჯანმა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ხოლო საფრანგეთის ელჩი აზერბაიჯანში ანა ბუიონი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ფრანგ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება 48 საათში მოუწიათ.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am