ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

ინა საჰაკიანის ფილმი „ავრორას გარიჟრაჟი“ მოხვდა „MovieWeb“-ის საუკეთესო ანიმაციურ ფილმებს შორის

ინა საჰაკიანის ფილმი „ავრორას გარიჟრაჟი“ მოხვდა „MovieWeb“-ის საუკეთესო 
ანიმაციურ ფილმებს შორის

ერევანი, 28 დეკემბერი, არმენპრესი. რეჟისორ ინა საჰაკიანის დოკუმენტურ-ანიმაციური ფილმი „ავრორას გარიჟრაჟი“ „MovieWeb“-ის 2023 წლის 16 საუკეთესო ანიმაციურ ფილმს შორის მოხვდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კინოცენტრი იუწყება.

„ავრორას გარიჟრაჟი“ არის სომხურ-გერმანულ-ლიტვური ერთობლივი პროდუქციის ფილმი (მწარმოებელი კომპანიები: „Bars Media“, „Gebrueder Beetz Filmproduktion“, „Artbox Laisvalaikio Klubas“). რეჟისორი და სცენარის ავტორია ინა საჰაკიანი, პროდიუსერები ვარდან ჰოვანისიანი, ქრისტიან ბიცი, იუსტე მიხაილინაიტენი. ფილმი შეიქმნა ზორიანის ინსტიტუტის სამეცნიერო მხარდაჭერით და სომხების გენოციდის ზეპირი ისტორიის არქივის საფუძველზე.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am