ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ რუსეთის ფედერაციაა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ 
რუსეთის ფედერაციაა

ერევანი, 8 იანვარი, არმენპრეს. სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი 2023 წელს კვლავ რუსეთის ფედერაცია იყო, თუმცა მისი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ოდნავ შემცირდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავ რუსეთის ფედერაციაა, თუმცა მისი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ოდნავ შემცირდა. შემდეგი არიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და აშშ, რომელიც ამ სიაში პირველად არის“,- განაცხადა ქერობიანმა.

მისი თქმით, სომხეთი აგრძელებს მუშაობას უფრო დივერსიფიცირებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით.

 








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am