ერევნის დრო: 11:07,   10 მაისი 2024

სომხეთის რესპუბლიკსი პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ახლად არჩეულ პრემიერ- მინისტრს მილოცვა გაუგზავნა

სომხეთის რესპუბლიკსი პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ახლად არჩეულ პრემიერ-
მინისტრს მილოცვა გაუგზავნა

ერევანი, 9 თებერვალი, არმენპრესი. სომეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავების გამო მილოცვა გაუგზავნა.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მილოცვაში ნათქვამია: „გულითადად გილოცავთ საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

მეგობარ საქართველოსთან მრავალსექტორული თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ახალ ჰორიზონტს გახსნის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის ყველა სფეროში.

ვადასტურებ სომხეთის მთავრობის მზაობას და ჩემს პირად მზადყოფნას მჭიდროდ ვითანამშრომლო თქვენს ხელმძღვანელობით მთავრობასთან ჩვენი ქვეყნებისა და მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ“.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am