ნიკოლ ფაშინიანმა და იენს სტოლტენბერგმა სომხეთ-ნატოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
12:43, 19 მარტი 2024
ერევანი, 19 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პირისპირ საუბრისას, მხარეებმა სომხეთ-ნატოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.
ნიკოლ ფაშინიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გრძელდება.
ბეჭდვა | In English | Հայերեն | На русском | En Français | Türkçe | باللغة العربية | Español | فارسی | 中文 | AMP ვერსია