ერევნის დრო: 11:07,   8 მაისი 2024

საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საინფორმაციო ქსელის წევრი გახდა

საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საინფორმაციო 
ქსელის წევრი გახდა

ერევანი, 25 მარტი, არმენპრესი . საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“ ოფიციალურად  „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ (Belt and Road News Network (BRNN)) საინფორმაციო ქსელის წევრი გახდა.

მედია ასოციაცია, რომლის შტაბ-ბინაც პეკინში მდებარეობს, 2019 წლიდან ფუნქციონირებს. დღეს, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მედია ქსელის წევრები არიან 253 მედია ორგანიზაცია 109 ქვეყნიდან. BRNN საბჭოს თავმჯდომარეობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური გაზეთია „ჟენმინ ჟიბაო“ (მთარგმნ. „სახალხო გაზეთი“).

ორგანიზაციაში „არმენპრესის“ გაწევრიანება საშუალებას მისცემს უფრო ინტენსიური პარტნიორული კონტაქტები დაამყაროს BRNN-ის წევრ მედიასთან და ასევე მკითხველს უფრო ფართო ინფორმაციას გახდის სომხეთში განვითარებული მოვლენებისა და სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ.

1918 წელს დაარსებული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესი“ ერთადერთი მედია საშუალებაა სომხეთში, რომელსაც აქვს სამ ათზე მეტი თანამშრომლობის ხელშეკრულება ინფორმაციის გაცვლის შესახებ ისეთი ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოებთან, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი, ალბანეთი, ლატვია, ლიტვა, არგენტინა, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ყატარი, ჩინეთი, ვიეტნამი, ირანი, ისრაელი.

„არმენპრესის“ საინფორმაციო კონტენტი უკვე ითარგმნება ცხრა ენაზე: რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, არაბულ, თურქულ, ქართულ, სპარსულ და ჩინურ ენაზე.

საინფორმაციო სააგენტო, სომხეთში და მის ფარგლებს გარეთ საკორესპონდენტო ოფისებში მომუშავე ჟურნალისტების წყალობით, აქტიურად აშუქებს როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენებს.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am