ერევნის დრო: 11:07,   27 მაისი 2024

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

ერევანი, 12 აპრილი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიიღო.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მუდმივ განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში.

45412_b.jpg (683 KB)

პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, რასაც ასევე ხელს უწყობს ორმხრივი ვიზიტები. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სექტორში რეფორმების ეფექტური განხორციელების კონტექსტში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა სომეხ პარტნიორებთან და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებასა და გაფართოებას. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობას.

მხარეებმა აზრები გაცვალეს კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების სექტორში გატარებული რეფორმებისა და სხვა საკითხებზე.




ამ თემაზე





youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am