ერევნის დრო: 11:07,   8 მაისი 2024

სომხეთისა და საუდის არაბეთის მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს

სომხეთისა და საუდის არაბეთის მინისტრებმა ეკონომიკური ურთიერთობების 
განვითარებაზე ისაუბრეს

ერევანი, 18 აპრილი, არმენპრეს. 17 აპრილს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი რიადში შეხვდა საუდის არაბეთის ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრს ფეისალ ბინ ფადლ ბინ მუჰსინ ალ-იბრაჰიმს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ დადგა დრო, რომ შეიქმნას ყოვლისმომცველი ორმხრივი დღის წესრიგი, რისთვისაც საუკეთესო საფუძველი შეიძლება გახდეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება. ამ მიდგომის საპასუხოდ, საუდის მხარემ შესთავაზა ურთიერთშეთანხმება „საგზაო რუკაზე“, რომელიც ასახავს ორივე ქვეყნის ინტერესებს, რათა მიღწეულიყო არსებული პოტენციალის ყველაზე ეფექტური რეალიზაცია.

სომხეთისა და საუდის არაბეთის მინისტრებმა ტურიზმის, სერვისებით ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. ხაზი გაესვა ბიზნეს წრეებს შორის პირდაპირი კავშირების სტიმულირებას, რეგულარული პირდაპირი ფრენების განხორციელებას და საჭირო ინსტიტუციური ბაზის ფორმირებას. მიღწეულია შეთანხმება საჭირო სამართლებრივი სახელშეკრულებო ბაზის შემუშავებაზე.

საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში მინისტრმა მირზოიანმა თანამოსაუბრეს გააცნო სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ დეტალები. არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ პროგრამამ მიიპყრო არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ყურადღება, და ასევ შესთავაზა განიხილოს სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის შავ ზღვაზე კომუნიკაციების განვითარებით გათვალისწინებული შესაძლებლობები.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am