ერევნის დრო: 11:07,   22 მაისი 2024

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესს։ ტოივო კლაარი ნიკოლ ფაშინიანს

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების პროცესს։ 
ტოივო კლაარი ნიკოლ ფაშინიანს

ერევანი, 22 აპრილი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სომხეთში, ელჩი ვასილის მარაგოსი. 

საუბარი შეეხო რეგიონულ ვითარებას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებს და საზღვრის დელიმიტაციის პროცესს. განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობისა და მისი შემდგომი განვითარების საკითხები.

ტოივო კლაარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებების პროცესს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მოგვარების მიზნით, ასევე შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ 1991 წლის ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე.

 








youtube

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მოკლე საუბარი 
გამართეს 16:33, 16.05.2024
127 ნახვები
სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მოკლე საუბარი გამართეს

ნიკოლ ფაშინიანმა სერბეთის პრემიერ-მინისტრს მილოცვა გაუგზავნა 15:48, 15.05.2024
127 ნახვები
ნიკოლ ფაშინიანმა სერბეთის პრემიერ-მინისტრს მილოცვა გაუგზავნა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში ხელი მოაწერა 
ოვიედოს კონვენციას 13:10, 16.05.2024
123 ნახვები
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში ხელი მოაწერა ოვიედოს კონვენციას

ახალი საზღვარი არ იქმნება, მაგრამ რეპროდუცირებულია ის საზღვარი, რომელიც 
არსებობდა სსრკ-ს დაშლის დროს: პრემიერის აპარატი 23:35, 15.05.2024
116 ნახვები
ახალი საზღვარი არ იქმნება, მაგრამ რეპროდუცირებულია ის საზღვარი, რომელიც არსებობდა სსრკ-ს დაშლის დროს: პრემიერის აპარატი

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბოგდან კლიხმა 
რეგიონული და ექსტრარეგიონული მოვლენები განიხილეს 11:12, 16.05.2024
110 ნახვები
სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ბოგდან კლიხმა რეგიონული და ექსტრარეგიონული მოვლენები განიხილეს

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am