ერევნის დრო: 11:07,   15 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნიკოლ ფაშინიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერევანი, 28 აპრილი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-აშშ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, 5 აპრილის ბრიუსელში გამართული შეხვედრა, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი.

„პრემიერმა ფაშინიანმა გამოხატა კმაყოფილება სომხეთ-აშშ ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებით. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ბრიუსელში 5 აპრილს მიღწეული შეთანხმებების შესრულებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმებები შეხვედრის შემდგომ პრესრელიზში იყო გამოხატული და შეხვედრას არ ჰქონია საიდუმლო დღის წესრიგი.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე დადებითად ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტავუშის ოლქის სოფლების ვოსკეფარის, კირანცისა და ბერქაბერის მცხოვრებთა შეშფოთება გასაგებია და ყველაფერი გაკეთდება მათი ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

თანამოსაუბრეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2022 წელს 6 ოქტომბერს პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებების მნიშვნელობა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე, ისევე როგორც დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის განხორციელება იმავე დეკლარაციის საფუძველზე, გზას უხსნის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.

ასევე განიხილეს პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ასახავს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ 2023 წლის ივლისში ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებებს, რომ რეგიონული კომუნიკაციები უნდა გაიხსნას ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის საფუძველზე, თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპზე. ეს შეთანხმებები აისახა თავმჯდომარის მიშელის განცხადებაში ზემოაღნიშნული შეხვედრის შემდეგ.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am