ერევნის დრო: 11:07,   11 მაისი 2024

პრემიერ მინისტრი - „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონცეფციის განსახორციელებლად ეკონომიკური გათვლები განხორციელდა

პრემიერ მინისტრი - „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონცეფციის განსახორციელებლად 
ეკონომიკური გათვლები განხორციელდა

ერევანი, 6 დეკემბერი, არმენპრესი. „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონცეფციის განსახორციელებლად ეკონომიკური გათვლები განხორციელდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის არტურ ხაჩატრიანის კითხვაზე, არის თუ არა შეფასება, თუ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონცეფცია განხორციელების შემთხვევაში.

„არის ასეთი გათვლები და შეგვიძლია მივაწოდოთ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული გათვლები. მეორეც, „მშვიდობის გზაჯვარედინ“ კონცეფცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური გათვლა, ეს არის ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველი პროექტი, არ არის მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის, მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური, უსაფრთხოების, რეგიონული მნიშვნელობა“,- განაცხადა ფაშინიანმა.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am