ერევნის დრო: 11:07,   20 მაისი 2024

ალმათიში სომხეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ალმათიში სომხეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 
გაიმართა

ერევანი, 10 მაისი, არმენპრესი. 10 მაისს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ალმათიში ყაზახეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ნურტლეუს შეხვდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სომხეთსა და ყაზახეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის განვითარების დინამიკა. განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. შედგა აზრთა გაცვლა რეგიონულ საკითხებზე. ასევე განიხილეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების საკითხები.

 

 








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am