ერევნის დრო: 11:07,   29 მაისი 2024

სომხეთმა და სლოვაკეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სომხეთმა და სლოვაკეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები 
განიხილეს

ერევანი, 15 მაისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის კარენ ბრუტიანის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს მოწვევით, ბრატისლავაში IDEB-2024 თავდაცვის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ რობერტ კალინიაკთან, სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროს ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განიხილეს სომხეთსა და სლოვაკეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ და სამხედრო-ტექნოლოგიურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მიღწეული იქნა არაერთი შეთანხმება.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am