ერევნის დრო: 11:07,   12 მაისი 2024

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბრაზილიის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ბრაზილიის ელჩი მიიღო

ერევანი, 12 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ტიგრან ხაჩატრიანმა სომხეთიში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაბიო ვაზ პიტალუგა მიიღო.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ვიცე-პრემიერის აპარატის შეტყობინებაზე დაყრდნობით, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა სომხეთ-ბრაზილიის თანამშრომლობის მუდმივ განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდება ტურიზმის, მაღალტექნოლოგიური და თანამშრომლობის პოტენციალის მქონე სხვა სფეროებში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისთვის და დაარწმუნა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

მხარეებმა ორმხრივი ინტერესის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am