ერევნის დრო: 11:07,   19 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანმა ატომური ენერგიის პირველ სამიტში მონაწილეობა დაადასტურა

ნიკოლ ფაშინიანმა ატომური ენერგიის პირველ სამიტში მონაწილეობა დაადასტურა

ერევანი, 15 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში ატომური ენერგეტიკის სამიტში მონაწილეობა დაადასტურა.

ამის შესახებ სომხეთში ბელგიის ელჩმა, ერიკ დე მუინქმა, „არმენპრესის“ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა.

„21 მარტს ბრიუსელში ატომური ენერგეტიკისადმი მიძღვნილი სამიტი იმართება, მასში მონაწილეობა უკვე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე დაადასტურა. ის ამ დროს ბრიუსელში იქნება და შეძლებს ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდეს“, - განაცხადა ელჩმა სომხეთსა და ბელგიას შორის მომავალი მაღალი დონის ვიზიტების საკითხს შეეხო.

21-22 მარტს ბრიუსელში ატომური ენერგიისადმი მიძღვნილი სამიტი გაიმართება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იუწყება, რომ ეს იქნება ატომური ენერგიისადმი მიძღვნილი პირველი სამიტი. სამიტი გააერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, რათა ხაზი გაუსვან ატომური ენერგიის როლს გლობალური პრობლემების გადაჭრაში. სამიტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო თანათავმჯდომარენი იქნებიან.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am