ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

მოსკოვში დაკავებულ აზერბაიჯანელს სომხეთი მკვლელობის ბრალდებით ეძებდა

მოსკოვში დაკავებულ აზერბაიჯანელს სომხეთი მკვლელობის ბრალდებით ეძებდა

ერევანი, 21 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია ადასტურებს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე ქამილ ზეინალის მკვლელობის ბრალდებით სახელმწიფოთაშორისი ძებნა მიმდინარეობს.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის შსს-ს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა, „არმენპრესთან“ საუბარში განაცხადა, ქამილ ზეინალის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის მოსკოვში დააკავეს, რადგან სომხეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული.

„აღნიშნულ პირზე მკვლელობის ბრალდებით გამოცხადებულია სახელმწიფოთაშორისი ძებნა“, - განაცხადა სარგსიანმა.

აზერბაიჯანის მოქალაქე ქამილ ზეინალიმ მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ზეინალიმ აღნიშნა, რომ პოლიციამ მას აცნობა, რომ სომხეთმა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სასამართლოს წინაშე 21 თებერვალს წარდგება.

აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია „არმენპრესმა“ სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას გამოითხოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მოსკოვში ქამილ ზეინალის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ.

ამასთან დაკავშირებით რუსეთში აზერბაიჯანის საელჩო განაცხადა, რომ ქამილ ზეინალის უფლებების უზრუნველსაყოფად რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად დგამს სამართლებრივ ნაბიჯებსა და დიპლომატიურ ძალისხმევას.

არაოფიციალური ინფორმაციით, ქამილ ზეინალი 2020 წლის 44-დღიან ომში მონაწილეობდა, რომლის დროსაც მან ჩაიდინა ომის დანაშაულები, კერძოდ, სამოქალაქო პირის მკვლელობა.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am