ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებით გადაადგილებას 2023 წლის ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს

ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებით გადაადგილებას 2023 წლის 
ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს

ერევანი, 12 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებით გადაადგილებას 2023 წლის ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ და სომხეთის ხალხმა შეძლო 100 000 ადამიანის მიღება და მათი მოკლევადიანი საჭიროებების დაკმაყოფილება.

„ჩვენი იძულებით გადაადგილებული ძმებისა და დების გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილება წინ გველოდება. მალე დავასრულებთ პროგრამას მათი საბინაო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

როგორც უკვე ვთქვი, თუ ჩვენს იძულებით გადაადგილებულ და-ძმებს არ ექნებათ მთიან ყარაბაღში დაბრუნების ობიექტური შესაძლებლობა ან სურვილი, მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება მათი სომხეთში დარჩენისთვის აუცილებელი პირობების შექმნაზე“, - დასძინა ფაშინინმა.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am