ერევნის დრო: 11:07,   16 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი სრულად და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი სრულად და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს 
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ერევანი, 24 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთი სრულად და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა პირდაპირ ეთერში კითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.

„გაეროში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს.

ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და დემოკრატიას“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am