ერევნის დრო: 11:07,   14 მაისი 2024

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი - უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები უნდა გახდნენ

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი - უკრაინა და 
საქართველო ალიანსის წევრები უნდა გახდნენ

ერევანი, 25 დეკემბერი, არმენპრესი. უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. როგორც „არმენპრესი“ იუწყება საქართველოს პირველ არხზე დაყრდნობით, ამის შესახებ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

„ჩვენ გვჯერა ღია კარის პოლიტიკის, რომელიც ნატო-ს სადამფუძნებლო ვაშინგტონის შეთანხმებაშია გაწერილი. ნატო ერთგულია 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო და უკრაინა რაღაც მომენტში გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მოხდეს. მაგრამ როგორც ვთქვი, პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა იმპლემენტაციასაც ვითხოვდით და ამავე დროს ევროკავშირს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ვიხილოთ საქართველოს მიერ ევროატლანტიკური გზის შესრულება“,- თქვა კოლომინამ.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am