ერევნის დრო: 11:07,   21 მაისი 2024

ბორელი - სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სერიოზულ შედეგებს მოიტანს ჩვენს ურთიერთობაზე ბაქოსთან

ბორელი - სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სერიოზულ შედეგებს 
მოიტანს ჩვენს ურთიერთობაზე ბაქოსთან

ბრიუსელი, 21 იანვარი, არმენპრესი. ბრიუსელში დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის დროსაც მრავალ საკითხთან ერთად სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებიც განიხილეს.

როგორც „არმენპრესის“ ბრიუსელის კორესპონდენტი იტყობინება: სხდომის შემდეგ  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ აზერბაიჯანი დაუბრუნდეს სომხეთთან ურთიერთობების არსებით მოწესრიგებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

„პრეზიდენტ ალიევის ბოლოდროინდელი ტერიტორიული მოთხოვნები ძალიან შემაშფოთებელია. სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა იქნება მიუღებელი და სერიოზული შედეგები მოჰყვება ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანთან“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელიმა.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am