მინისტრი ქერობიანი - სომხეთში ტურისტი დაახლოებით 1200 დოლარს ხარჯავს
წინასწარი მონაცემებით, სომხეთში ერთი ტურისტი დაახლოებით 1200 დოლარს ხარჯავს.
„არმენპრესის“ ცნობით, ეს მონაცემები სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის წინასწარი განხილვისას წარმოადგინა.
„პირველი 9 თვის მონაცემებით სომხეთში 1 მილიონ 850 ათასი ტურისტი ჩამოვიდა. ჩვენ მუდმივ კვლევებს ვაწარმოებთ სომხეთის სასაზღვრო პუნქტებზე. წინასწარი მონაცემებით, სომხეთში ერთი ტურისტი დაახლოებით 1200 დოლარს ხარჯავს“,- განაცხადა ქერობიანმა.
ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას მინისტრმა ქერობიანმა განაცხადა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ტურიზმის ბიუჯეტი 6,5-ჯერ გაიზარდა, 2024 წლისთვის კი 13 მილიარდ 188 მილიონი დრამია დაგეგმილი.