ერევნის დრო: 11:07,   26 მაისი 2024

ჩინეთი ყურადღებას აქცევს სომხეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“

ჩინეთი ყურადღებას აქცევს სომხეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის 
გზაჯვარედინი“

ერევანი, 1 თებერვალი, არმენპრესი. ჩინეთი ყურადღებას აქცევს სომხეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობასა და განვითარებას.

ამის შესახებ სომხეთში ჩინეთის საელჩომ უპასუხა „არმენპრესის“ შეკითხვას, თუ როგორ უყურებს ჩინეთი სომხეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“.

„ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ სომხეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“ და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს ურთიერთდამოკიდებულების განმტკიცებაში, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებაში და საერთო განვითარების მიღწევაში“, - აცხადებენ საელჩოში.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ წარმოადგინა პროექტიმშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც მიზნად ისახავს სპარსეთის ყურის, ომანის ყურის, შავი, კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებას რეგიონალური ერთობლივი სარკინიგზო ქსელით და ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზებით.

კარენ ხაჩატრიანი








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am