ერევნის დრო: 11:07,   16 მაისი 2024

სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არავის დათმობას։ ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული 
ტერიტორიის არავის დათმობას։ ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი, 20 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არავის დათმობას.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა, ფრაქცია „ჰაიასტანის“ დეპუტატის ლევონ ქოჩარიანის დაკვირვებაზე, რომ სომხური მხარე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში მუდმივად მიდის დათმობებზე, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს იღებს, პირიქით, აზერბაიჯანიდან შემაშფოთებელი განცხადებები კეთდება.

„უნდა დაზუსტდეს, რას ვაძლევთ დათმობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი და არ დავიღალე იმის გამეორებით, რომ მე ვარ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და საერთაშორისო დონეზე დაფიქსირებული შეთანხმება არის ის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მონახაზი ალმა-ათას 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე․ეს არის სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია და სომხეთის რესპუბლიკა არ აპირებს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის არავის დათმობას. ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არის ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am