ერევნის დრო: 11:07,   27 მაისი 2024

შვედეთის დელეგაციამ სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერატიული პუნქტები მოინახულა

შვედეთის დელეგაციამ სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 
ოპერატიული პუნქტები მოინახულა

ერევანი, 12 აპრილი, არმენპრესი. შვედეთის დელეგაციის წევრები ეწვივნენ ფრონტის ხაზის ოპერატიულ ბაზებს ქალაქ იეღეგნაძორში, იჯევანში, მარტუნიში, ჯერმუკში, გორისსა და კაპანში, რათა შეხვდნენ შვედ დამკვირვებლებს, რომლებიც სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აზერბაიჯანის საზღვარზე პატრულირებენ.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთში ევროპის სადამკვირვებლო მისიის X-ის მიკრობლოგშია აღნიშნული.

„შვედეთის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სააგენტოს, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დელეგაცია ეწვია ოპერატიულ პუნქტებს იეღეგნაძორში, იჯევანში, მარტუნიში, ჯერმუკში, გორისში და კაპანში, რათა შეხვდეს ამ მისიის შვედ წევრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ სომხეთში ევროკავშირის მისიაში შვედეთის წარმომადგენელი 10 ექსპერტი შედის.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am